14:25 - 30 May, 2025
2025-05-25 15:04:08, 486 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინამ გაანადგურა რუსული სამხედრო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო მატარებელზე, რომელიც ნავთობით იყო დატვირთული.

სპეცოპერაციის შესახებ დეტალებს სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.

მოძრავ მატარებელზე დრონებით წარმატებული იერიში ტოხმაკ-ფედოროვკას სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

დაზვერვის ინფორმაციით იერიშის შედეგად განადგურებულია მინიმუმ 3 ნავთობით დატვირთული ცისტერნა. 

"საოკუპაციო ძალების სარკინიგზო მომარაგება ანექსირებული ყირიმისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე დროებით შეჩერებულია". – წერია სადაზვერვო უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics