15:00 - 30 May, 2025
2025-05-26 13:43:41, 416 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა.

ასევე, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 55 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთმა დრონები ბრიანსკის, მილეროვოს, კურსკის, ორელის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინა.

ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად უკრაინის 5 რეგიონი დაზარალდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics