2025-05-01 14:59:45, 215 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის 10 ფინალისტი ცნობილია
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის განათლების და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ახლახან, STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 10 ფინალისტი გამოვლინდა:
წელს პროექტში მონაწილეობა 130-ზე მეტი სკოლის 130-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. თითოეული მათგანი 5 მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული და ისინი, თეორიული ტურის ფარგლებში ფიზიკისა და მათემატიკის ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. ახლა საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი ფინალურ, პრაქტიკულ ტურში ასპარეზობისთვის ემზადება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინალისტები და მათი მენტორები ორი თვის განმავლობაში გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის STEM სკოლის გამოცდილი მენტორები მარეხ მაზანაშვილი და უტა კილასონია გაუძღვებიან. ჯამში 20 სემინარი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები შეისწავლიან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებას, მასთან თავსებადი სენსორებისა და მოწყობილობების მართვას, მუშაობის პრინციპსა და გამოყენებას. ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა. STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-03 10:38:26 პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა 2025-05-03 10:31:20 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი 2025-05-03 09:37:05 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს 2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |